воскресенье, 17 ноября 2013 г.

ნუთუ დამთავრდა? :)
განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა კოლეგების ნამუშევრების მომსმენა, მეორეც - კმაყოფილი ვარ შედეგებით:) როცა ტრენინზე მოვედი, იმთავითვე აღვნიშნე, რომ მჯეროდა, საინტერესო და ბევრისმომცემი იქნებოდა და მიხარია, რომ მოლოდინები კიარ გამიცრუვდა, არამედ გამიმართლდა. ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს და ასევე ჩემს კოლეგებს, რომლებმაც საინტერესო გახადეს ეს ტრენინგები.
თვითკმაყოფილება საშინელი რამაა, მაგრამ არ შემიძლია კმაყოფილი არ ვიყო იმით, რომ ამ პროექტს ვაკეთებს და თანაც, ამ ტრენინგების მეშვეობით, მოწესრიგებულ სახეს ვაძლევ :)
ბევრი რამ ვისწავლე, ზოგი დავიწყებულიც გავიხსენე, თავი მოსწავლედაც წარმოვიდგინე და ამ ყველაფერმა სტიმული შემმატა მომავალი სამუშაოების განსახორციელებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას - ქალბატონ მანანასა და ამ ტრენინგ კურსის ორგანიზატორებს!
P.S. საინტერესო ტრენინგები არ გამომაპაროთ! :)

суббота, 16 ноября 2013 г.

ვაიმეეეე... ახლა კი ნამდვილად ავფეტქდები :)
მგონი ყველაფეირ დავასრულე, რაღაცები ჩასწორება მინდა საღამოს და მორჩა :)
ვაშა!!!

понедельник, 11 ноября 2013 г.

ვაიმეეე... როგორ დავღლილვაააარ! :) გუშინ ამ ბლოგის მაგიერ ,,სარგებელსა და ზიანზე'' გამიკეთებია რეფლექსია :)

ახლა ვნახე, რათაცის ატვირთვას ვაპირებდი და ვიფიქრე, სად გაქრა ჩემი ნაწერი-თქო :)
აი, ამის დაწერე მინდოდა:
ძალიან საინტერესო დღე იყო :)
გავიხსენეთ ბევრი რამ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ სხვადასხვა სჭიროების მოსწავლეს სხვადასხვაგვარი დახმარება შეიძლება დაჭირდეს... შევქმენით კიდეც ამის ნიმუში, რომელიც მე თვითონ ძლაიან მომეწონა და მჭირდებოდა ამ ეტაპზე.....
დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!!

გუშინფელი დროითა და რიცხვით იხილეთ ბმული!

ბოდიში, მანანა მასწ! :)

суббота, 9 ноября 2013 г.

ბევრზე ბევრი ვიშრომეთ....
გავეცანით შეფასების რუბრიკებსა და შევქმენით ჩვენი მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკა;
გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს და დავწერეთ კომენტარები;;
ახლა ,,აფგრეითი'' უნდა გავუკეთოთ ჩვენს ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევებსა და ცოდნას :D :D :D :D 

воскресенье, 3 ноября 2013 г.

დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ:
ყოველთვის მაწუხებდა პრობლემა საავტორი უფლებების დაცვის და დღეს, როგორც იქნეა, გავერკვიე, როგორ უნდა მოვიქცე :)
საინტერესო იყო მოსწავლის როლში ყოფნა :) მე მომწონს ჩემი პრეზენტაცია:) თქვენ??? :)
ჩემი მოსწავლეები უფრო კარგს გააკეთებენ, რადგან საკუთარ კვლევებსაც გამოიყენებენ და ინტერვიუსაც, რომელსაც ახლო მომავალში ჩაიწერენ.

emigrantebo dabrundit

суббота, 2 ноября 2013 г.

ოოო, როგორ ვიშრომეთ!
ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები;
დავწერეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო;
და რაც მათავარია,
მოვამზადეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.

პროექტის პრეზენტაცია

суббота, 26 октября 2013 г.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გავიარეთ. ჩვენს პროექტებს მოვარგეთ შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, შევუსაბამეთ მიზნები. 
შევავსე სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, პროექტის გეგმაში ჩავწერე მიზნები;
განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და ა. შ
დიდი მადლობა დღევანდელი ტრენინგისათვის, ვფიქრობ ეს საკითხები საფუძველია პროექტის სწორად და ეფექტურად წარმათვისათვის.

воскресенье, 20 октября 2013 г.

დღე მეორე- რეფლექსია

როგორც უკვე მოგახსენეთ, გავეცანით ერთმანეთის იდეებს და არღვივსენით ახალი იდეებით :) :)
განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და იგი ნაწილობრივ შევავსეთ კიდეც; სასწავლო მიზნების ცხრილი; პორტფოლიოს რუბრიკა;
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და სხვა.... გავიხსენეთ ინფორმაციის, ტექსტების სურათების მოძიება-შენახვისა და გამოყენების ხერხები და დავიწყეთ მუშაობა ბროშურის შექმნაზე.
ფრიად ნაყოფილერი დღე იყო!
პოეზიის 5 წუთი

,,მე არ ვწერ ლექსებს!''............
მე ვწერ პროექტებს! ::):):)
ისტ-მიღწევები
გაგვაპოეტებს!!!!!!
:):)
ძალიან მომწონს დღევანდელი იდეები, მოხიბლული ვარ თანამშრომლების საოცარი გეგმებით!!!! მომინდა თითეული პროექტის თანამოსაწილეობა შემეძლოს.... ვხვდები, რომ ეს ადამიანები დღეს გავიცანი!!!

(წეღან, იდეების ჩამოყალიბებისას, ერთ-ერთმა მსმენელმა მეორეს ჰკითხა ხუმრობით: გუშნ ლექსი ხომა რ დაგიწერიაო, -გაგვეცინ და ეს ექსპრომტიც ასე დაიბადა.)

суббота, 19 октября 2013 г.

ისევ ტრენინგზე ანუ დღე პირველი

და აი, ისევ ტრენინგზე ვარ -
სათაურმა უკვე დადებითად განმაწყო, ხოლო შინაარსმა მოტივაცია შემმატა. მივხვდი, რასაც აქამდე ქაოსურად ვაკეთებდი, ახლა იმ ყველაფრის ,,დალაგებასა და სისტემაში მოყვანას შევძლებ და ახალი პროექტი ძველებზე  უკეთესი გამომივა.
დღეს გავეცანით ჩვენი კურსის შინაარსს, ,,შესასწავლ'' მასალას და უკვე დავიწყეთ მუშაობაც: შევქმენით საჭირო საქაღალდეები, მოვნიშნეთ პირველ მოდულში საინტერესო ეპიზოდები და გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე; განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, პოტფოლიოს ჩეკლისტი; ყურადღება გავამხვილეთ 21-ე საუკუნის უნარებზე და ა.შ.
ვფიქრობ, ნაყოფიერი დღე იყო.
დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ჩვენს ტრენენრს - ქალბატონ მანანა კვინიკაძეს, რომლის ტრენინგებიც ყოველთვის მრავლისმომცემია და ვისაც გვაქვს ბედნიერება, ეს ვიცოდეთ, მათი სახელით თამამად ვითყვი, რომ სწორედ მისი სახელი და გვარი იყო საკმარისი საიმისოდ, რომ ამ ტრენინგზე სიამოვნებითა და ინტერესით მოვსულიყავით!!!