суббота, 19 октября 2013 г.

ისევ ტრენინგზე ანუ დღე პირველი

და აი, ისევ ტრენინგზე ვარ -
სათაურმა უკვე დადებითად განმაწყო, ხოლო შინაარსმა მოტივაცია შემმატა. მივხვდი, რასაც აქამდე ქაოსურად ვაკეთებდი, ახლა იმ ყველაფრის ,,დალაგებასა და სისტემაში მოყვანას შევძლებ და ახალი პროექტი ძველებზე  უკეთესი გამომივა.
დღეს გავეცანით ჩვენი კურსის შინაარსს, ,,შესასწავლ'' მასალას და უკვე დავიწყეთ მუშაობაც: შევქმენით საჭირო საქაღალდეები, მოვნიშნეთ პირველ მოდულში საინტერესო ეპიზოდები და გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე; განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, პოტფოლიოს ჩეკლისტი; ყურადღება გავამხვილეთ 21-ე საუკუნის უნარებზე და ა.შ.
ვფიქრობ, ნაყოფიერი დღე იყო.
დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ჩვენს ტრენენრს - ქალბატონ მანანა კვინიკაძეს, რომლის ტრენინგებიც ყოველთვის მრავლისმომცემია და ვისაც გვაქვს ბედნიერება, ეს ვიცოდეთ, მათი სახელით თამამად ვითყვი, რომ სწორედ მისი სახელი და გვარი იყო საკმარისი საიმისოდ, რომ ამ ტრენინგზე სიამოვნებითა და ინტერესით მოვსულიყავით!!!

4 комментария:

  1. მართლაც,ნინო,ნელ-ნელა დავალაგებთ ქაოსურად ნაკეთებ საქმეს...

    ОтветитьУдалить
  2. თქვენ ნამდვილად ძალიან კარგი ფილოლოგი და ძალიან კარგი პედაგოგი ბრძანდებით

    ОтветитьУдалить
  3. ნინო ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი ხართ.გისურვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  4. დიდი მადლობა შეთი შეფასებითვის!!! მიხარია თქვენს გვერდით მუშაობა!!!
    ყველას წარმატებულ დღესა და სანტერესო იდეებს გისურვებთ!!!!

    ОтветитьУдалить