воскресенье, 17 ноября 2013 г.

ნუთუ დამთავრდა? :)
განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა კოლეგების ნამუშევრების მომსმენა, მეორეც - კმაყოფილი ვარ შედეგებით:) როცა ტრენინზე მოვედი, იმთავითვე აღვნიშნე, რომ მჯეროდა, საინტერესო და ბევრისმომცემი იქნებოდა და მიხარია, რომ მოლოდინები კიარ გამიცრუვდა, არამედ გამიმართლდა. ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს და ასევე ჩემს კოლეგებს, რომლებმაც საინტერესო გახადეს ეს ტრენინგები.
თვითკმაყოფილება საშინელი რამაა, მაგრამ არ შემიძლია კმაყოფილი არ ვიყო იმით, რომ ამ პროექტს ვაკეთებს და თანაც, ამ ტრენინგების მეშვეობით, მოწესრიგებულ სახეს ვაძლევ :)
ბევრი რამ ვისწავლე, ზოგი დავიწყებულიც გავიხსენე, თავი მოსწავლედაც წარმოვიდგინე და ამ ყველაფერმა სტიმული შემმატა მომავალი სამუშაოების განსახორციელებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას - ქალბატონ მანანასა და ამ ტრენინგ კურსის ორგანიზატორებს!
P.S. საინტერესო ტრენინგები არ გამომაპაროთ! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий