суббота, 26 октября 2013 г.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გავიარეთ. ჩვენს პროექტებს მოვარგეთ შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები, შევუსაბამეთ მიზნები. 
შევავსე სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, პროექტის გეგმაში ჩავწერე მიზნები;
განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და ა. შ
დიდი მადლობა დღევანდელი ტრენინგისათვის, ვფიქრობ ეს საკითხები საფუძველია პროექტის სწორად და ეფექტურად წარმათვისათვის.

воскресенье, 20 октября 2013 г.

დღე მეორე- რეფლექსია

როგორც უკვე მოგახსენეთ, გავეცანით ერთმანეთის იდეებს და არღვივსენით ახალი იდეებით :) :)
განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და იგი ნაწილობრივ შევავსეთ კიდეც; სასწავლო მიზნების ცხრილი; პორტფოლიოს რუბრიკა;
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და სხვა.... გავიხსენეთ ინფორმაციის, ტექსტების სურათების მოძიება-შენახვისა და გამოყენების ხერხები და დავიწყეთ მუშაობა ბროშურის შექმნაზე.
ფრიად ნაყოფილერი დღე იყო!
პოეზიის 5 წუთი

,,მე არ ვწერ ლექსებს!''............
მე ვწერ პროექტებს! ::):):)
ისტ-მიღწევები
გაგვაპოეტებს!!!!!!
:):)
ძალიან მომწონს დღევანდელი იდეები, მოხიბლული ვარ თანამშრომლების საოცარი გეგმებით!!!! მომინდა თითეული პროექტის თანამოსაწილეობა შემეძლოს.... ვხვდები, რომ ეს ადამიანები დღეს გავიცანი!!!

(წეღან, იდეების ჩამოყალიბებისას, ერთ-ერთმა მსმენელმა მეორეს ჰკითხა ხუმრობით: გუშნ ლექსი ხომა რ დაგიწერიაო, -გაგვეცინ და ეს ექსპრომტიც ასე დაიბადა.)

суббота, 19 октября 2013 г.

ისევ ტრენინგზე ანუ დღე პირველი

და აი, ისევ ტრენინგზე ვარ -
სათაურმა უკვე დადებითად განმაწყო, ხოლო შინაარსმა მოტივაცია შემმატა. მივხვდი, რასაც აქამდე ქაოსურად ვაკეთებდი, ახლა იმ ყველაფრის ,,დალაგებასა და სისტემაში მოყვანას შევძლებ და ახალი პროექტი ძველებზე  უკეთესი გამომივა.
დღეს გავეცანით ჩვენი კურსის შინაარსს, ,,შესასწავლ'' მასალას და უკვე დავიწყეთ მუშაობაც: შევქმენით საჭირო საქაღალდეები, მოვნიშნეთ პირველ მოდულში საინტერესო ეპიზოდები და გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე; განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი, პოტფოლიოს ჩეკლისტი; ყურადღება გავამხვილეთ 21-ე საუკუნის უნარებზე და ა.შ.
ვფიქრობ, ნაყოფიერი დღე იყო.
დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ჩვენს ტრენენრს - ქალბატონ მანანა კვინიკაძეს, რომლის ტრენინგებიც ყოველთვის მრავლისმომცემია და ვისაც გვაქვს ბედნიერება, ეს ვიცოდეთ, მათი სახელით თამამად ვითყვი, რომ სწორედ მისი სახელი და გვარი იყო საკმარისი საიმისოდ, რომ ამ ტრენინგზე სიამოვნებითა და ინტერესით მოვსულიყავით!!!